ღონისძიებები

ჭადრაკის წრე

2021 წლის 1 ივნისს საჩხერის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ჭადრაკის წრის ხელმძღვანელის ქალბატონ ასმათ აბრამიშვილის თაოსნობით ჩატარდა საჭადრაკო ტურნირი ეგიდით “ჭადრაკი საჩხერის ბავშვთა ცხოვრებაში”, რომელიც მიეძღვნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს საჩხერის #1,#2 საჯარო სკოლებისა და საირხის მართლმადიდებლური გიმნაზიის ნორჩმა მოჭადრაკეებმა. ტურნირი ჩატარდა 2 ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით.
I -ში გაერთიანდა I,III კლასისა და II-ში IV-V კლასის მოსწავლეები.
თრუსო

მართლმადიდებლური , საგანმანათლებლო , დასასვენებელ ბანაკში ,,თრუსო“ 25 ივლისიდან 5 აგვისტომდე გაემგზავრება ჩვენი სკოლის ორი მოსწავლე .
უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ფრაზა ,, ღმერთი , სამშობლო , ადამიანი „ საფუძვლად დაედო , სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში , თრუსოს ხეობაში , ,ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერთან არსებულ მართლმადიდებლური , საგანმანათლებლო , შემეცნებითი , დასასვენებელი ბანაკის შექმნას.
აქტივობების ორგანიზებასა და ყველა სხვა საკითხის ორგანიზებაში ახალგაზრდებს დაეხმარებიან პედაგოგები, ჯგუფის ხელმძღვანელები , ექიმი და ტრაპეზარები.
დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს საპატრიარქოს , ბანაკის ხელმძღვანელს , სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის , თრუსოს ხეობის , ,ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტრის წინამძღვარს , არქიმანდრიტ იოანე ფერაძეს და ჯგუფის ორგანიზატორებს.
გამოშვება 2021

დღეს ჩვენს სკოლაში მეთორმეტეკლასელთათვის ბოლო ზარი დაირეკა.
ბედნიერი და სევდანარევი დღე , გლობალური პანდემიის ფონზე მაინც განსაკუთრებულია.
გზას დაგილოცავთ , ჩვენო ძვირფასებო. ამ წუთებიდან ემშვიდობებით ცხოვრების უბედნიერეს ეტაპს – ბავშვობას , მაგრამ იწყებთ ახალ მრავალფეროვან და საინტერესო ცხოვრებას.
თქვენ განსაკუთრებულები ხართ, გიყვართ ერთმანეთი გულწრფელად., გაქვთ უნარი ერთმანეთის გატანისა და გვერდით დგომისა. მადლობა , რომ თქვენი არსებობით გაგვილამაზეთ თორმეტი წელი.
დღევანდელი დღე ემოციურად შეიძლება შევადაროთ იმ დღეს, როდესაც პირველად შეაღეთ სკოლის კარი. იმ დღიდან მოყოლებული დღემდე იყო ბევრი სიხარული , წარმატება, წარუმატებლობა, იმედი …
გისურვებთ ფერად , ბედნიერ მომავალს და ღირსეული ადგილის დამკვიდრებას ცხოვრებაში.
გლოცავთ , გვიყვარხართ , გვეიმედებით !
14 აპრილი - ქართული ენის დღე.

ქართული ენის დღეს გილოცავთ!
ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა